spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი...

“ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და გაიტაცეს” – სოფო ჯაფარიძე

ქართული ოცნება აგონიაშია – ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს ის… დიახ, ეს იყო გატაცება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რადგან ირაკლის ადვოკატმა სამი საათის განმავლობში არ იცოდა, რომელ იზოლატორში იყო ირაკლი“, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას.

ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით ზაჰესის იზოლატორთან გამართულ მიტინგზე სოფო ჯაფარიძემ მწვავე განცხადება გააკეთა:

იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნება” ებრძოდეს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას საქართველოს თითოეული მოქალაქე, ებრძოდეს კორუფციას, ფასების ზრდას, სიღატაკეს, ის ებრძვის ოპოზიციას და ბუნებრივია, პირველი სამიზნე სწორედ ჩვენი კოალიცია, ჩვენი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.

დღეს ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაშია: მათ ხალხში გასასვლელი პირი არა აქვთ, მაგრამ ამავე დროს “ქართულ ოცნებაში” ხედავენ, როგორ გვხვდებიან ადგილობრივები საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში და სწორედ ეს არის მათი შიში.

ჩვენ ვნახეთ, როგორი ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რადგან ირაკლის ადვოკატმა სამი საათის განმავლობში არ იცოდა, რომელ იზოლატორში იყო ირაკლი. მაგრამ ალბათ, არავის გაგკვირვებია ასეთი მეთოდების გამოყენება რადგან სწორედ ირაკლი კობახიძემ დააანონსა დევნა, ძალადობა და რეპრესიები და მათმა ზონდერ-ჯგუფებმა არ დააყოვნეს და სულ რამდენიმე საათში პრემიერის ანონსი ნიუსად, ფაქტად აქციეს.

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”: ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული თქვენი ყველა მცდელობა ფუჭია, თქვენი დრო ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ამოიწურება და თქვენი კლანჭებიდან დახსნილ ქვეყანას ისევ წავიყვანთ ევროპულ გზაზე და დიახ, ჩვენი ქვეყანა აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...