spot_img
მთავარიარჩევნები"ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ...

“ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ დროს და საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი” – ზაალ ანჯაფარიძე

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობასთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი – არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია.

იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ არადა, ეს წელი სწორედ მათთვის იქნება “გარდამტეხი,” იმ კუთხით რომ დიდი ხნით მოუწევთ თავიანთ სოროებში შეძრომა და ჯდომა.

არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე – რა თქმა უნდა არის ცესკო, და ამჯერად კამპანიური შეტევის თემა -ემიგრანტები, თითქოს მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. საკითხის განსახილველად, ჯერ ემოციებისგან დავიწრიტოთ და მშრალი სტატისტიკა მოვიშველიოთ:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 66 217 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 12 247-მა (18,45 % ) მოქალაქემ მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ევროპასა და აშშ-ში მეტწილად პურის ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკა, რომ იტყვიან ცალ ფეხზე ჰკიდიათ.

ცესკო ვერც ფინანსურად და ვერც ორგანიზაციულად ვერ შეძლებს დამატებითი უბნების გახსნას ემიგრანტებისათვის. ის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებს. ყველა შტატში ან ქალაქში საარჩევნო უბანი რომ ვერ/არ გაიხსნება, ეს მე მგონი ნათელია.

ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ დროს და საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ისე, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, ვიღაცეები ხომ არ იყენებენ მათ ინსტრუმენტად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...