შაბათი, აგვისტო 2, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა დასავლეთზე ორიენტირებული, ევროკავშირის წევრი...

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა დასავლეთზე ორიენტირებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველო თუ გვინდა იზოლაციაში მყოფი, დასავლეთის ზეწოლა და წნეხი – გიორგი ვაშაძე

“მაჟორიტარული სისტემით შესაძლებელია მანიპულაციების მოხდენა, სწორედ ამიტომ ფუნდამენტური განსხვავება არ არის 100/50 იქნება თუ 110/40”, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და იქვე აფიქსირებს პრინციპულ პოზიციას, რომ ადგილებითა და მანდატებით ვაჭრობა მისთვის მიუღებელია.

110/40 ეს ვთქვი იმიტომ, რომ გაჟღერდა თითქოს და ამაზე შეიძლებოდა ფიქრი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს ჩვენთვის ფუნდამენტურ განსხვავებას არ აკეთებს 100/50 თუ 110/40. მე ამიტომ განვაცხადე ეს ცალსახად, რომ ჩვენ ადგილებით, მანდატებით და ა.შ. ვაჭრობა არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს მაქსიმალურად პროპორციული მისწრაფება იყოს საარჩევნო თვალსაზრისით და არავის არ ჰქონდეს შესაძლებლობა მანიპულაციები მოახდინოს მაჟორიტარული სისტემით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ეს შეთავაზება მან არაფორმალურ შეხვედრაზე მიიღო, რომელიც მალევე დატოვა. რადგან ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი და წასვლამდე გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ პრინციპულ პოზიციას, რომ თუკი პოლიტიკურ პარტიას 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მან მთავრობა არ უნდა დააკომპლექტოს.

ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას საკითხი შეეხებოდა ფორმულას, რომ 40%–ზე მეტი უნდა ჰქონდეს, ვთქვათ, გაერთანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდაჭერა, რომ დააკომპლექტოს მთავრობა. თუ ასე არ იქნება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ.

არაფორმალური შეხვედრა მალევე დავტოვე, რადგან ონკოლოგიურ საავადმყოფოში წავედი, სადაც ექიმებს შევხვდი, რომლებსაც 9 თვეა ხელფასი არ აუღიათ,” – განაცხადა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ.

ვაშაძემ ასევე აქცენტი გააკეთა დასავლეთის გზავნილებზე. მისი განცხადებით საქართველო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას და სწორედ მშვიდობიანმა პროტესტმა მიიტანა დასავლეთამდე ეს განწყობები.

იმდენად მძაფრი და მკაფიოა დასავლეთის პოზიცია, რომ ამან „ქართული ოცნება“ სერიოზულად დააფიქრა და გამოსავალი უნდა მოძებნოს – ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და სამწუხაროა, რომ ისინი ხალხს არ უსმენენ საქართველოში.

ძალიან ვწუხვარ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი არაფერში არ ადარდებს და ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ ეს არის დასავლეთის ზეწოლა და წნეხი.

მინდა ვთქვა, რომ სწორედ ჩვენმა მშვიდობიანმა, არაძალადობრივმა პროტესტმა მოიტანა დასავლეთში ეს განწყობები. უნდა გვესმოდეს, რომ იმ ნოემბრის შემდეგ, რაც გვქონდა თვენახევრის მანძილზე, ძალიან აქტიურმა პროტესტმა, დიდი შედეგი გამოიღო.

საქართველო არის საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ისე, როგორც აკეთებს დღეს, საქართველო დასავლეთისგან იზოლაციაში მოექცევა, დასავლეთის ეს გზავნილები არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისათვის“, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ გვინდა ჩვენ დასავლეთზე ორიენტირებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა საქართველო თუ გვინდა იზოლაციაში მყოფი, დასავლეთის ზეწოლა და წნეხი,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...