spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიგი წერეთელი: "სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა...

გიგი წერეთელი: “სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში – ეს არის მთავარი ამოცანა”

რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, რომ მარტივია არჩევანი, რომ ნათელია ეს ყველაფერი. მართლაც ასეა, სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში – ეს არის მთავარი ამოცანა,“ – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს გლობალური ომის პარტიას უწოდებს, საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს:

ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიაში, ვხვდებით ხალხს, დავდივართ და კიდევ უფრო მეტს ვივლით საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, თუ რა აწუხებთ, რა უჭირთ, რას ფიქრობენ, რა არის მთავარი საზრუნავი. ვხედავთ სიდუხჭირეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უპერსპექტივობის განცდას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ.

ხელისუფლება ამ ხალხს არ ელაპარაკება, ხელისუფლება ესაუბრება ბიუროკრატიას, იმ წრეს ადამიანებისას, ვისაც მორეკავს ხოლმე სხვადასხვა შეხვედრაზე და ამისთვის იყენებს ბევრ ინსტრუმენტს, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ბევრი ისტორიული ფაქტი, როდესაც ხელისუფლებას ჰქონია ბევრი ფული იმისთვის, რომ ხალხზე ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა წაუგია არჩევნები, იმიტომ, რომ ის არასწორ პოლიტიკას ატარებდა და მე ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს მომენტია.

რატომ ამბობენ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, რომ მარტივია არჩევანი, რომ ნათელია ეს ყველაფერი. მართლაც ასეა, სიღარიბე, იზოლაცია თუ სიკეთე და კეთილდღეობა ევროპაში – ეს არის მთავარი ამოცანა, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ და ვიტყვი, რომ ის ხალხი, ვინც ლანძღავს დასავლეთს და მტრებად აცხადებს, ვინც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს, ევროკავშირში საქართველოს ვერ შეიყვანს. ხოლო ის ხალხი, ვისაც აქვს გამოცდილება, ჩვენი გუნდის სახით, ამ ქვეყნის აღმშენებლობის, ვისაც აქვს გამოცდლება საერთაშორისო დიდი კონტაქტების, სწორედ მათ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რომ აქ იყოს ევროპა, ევროპული ცხოვრება, შეეხება ეს პენსიას, ხელფასს.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ახლოს, ინტეგრირებული ევროპაში და კეთილდღეობა იყოს ევროპასთან ერთად, ვიდრე ეს ჰქონდეს ხელისუფლების პირობებში და იყოს იზოლაცია, სიღარიბე და სიღატაკე. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ“,  – განაცხადა წერეთელმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...