,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” გაკეთებულ ინტერვიუში საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებში ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა:
,,მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდება საქართველოს ბედი. ჩვენ ვიქნებით იმ ცივილური და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რასაც ევროკავშირი და დასავლური დემოკრატია ჰქვია, თუ ვიქნებით ჩრდილოეთის რუსულ მარწუხებში, რომელსაც დღეს ,,ქართული ოცნების” მმართველობა გვახვევს თავზე.
სწორედ ამიტომ, დღეს, ყველა საქართველოს მოქალაქე – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არის ერთი რამისკენ მიმართული, რომ 26 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე.
მე ვიმყოფებოდი დანიაში, გერმანიაში და პოლონეთში, სადაც შევხვდი არაერთ ქართველს, რომლებიც არიან მობილიზებულები, რომ გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, ძალიან ბევრი დარეგისტრირდა უკვე და მიიღონ არჩვენებში მონაწილეობა იქ, რომელ ქვეყანაშიდაც იმყოფებიან.
მოგეხსენებათ, მეც წლების მანძილზე ვიყავი ემიგრაციაში, თუმცა, დავბრუნდი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს უკეთესობისკენ და ცვლილებები მოხდეს სწორედ არჩევნების გზით.
სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ემიგრანტს, ყველა სამშობლოზე შეყვარებულ იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც დღეს არ იმყოფება საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო, ისინი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ, გაიარონ საკონსულო აღრიცხვა, რათა ჩვენ გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში შავ-ბნელ ძალებზე კეთილის მოსურვე, სამშობლოზე შეყვარებულმა პატრიოტემა”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე