spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე...

“თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება” – გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას

თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე საუბრისას ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ კორუმპირებული სისტემა შექმნა:

აბა თქვენ გქონდეთ 300 ლარი ხელფასი და თუ ჩათვლიდით თავს დასაქმებულად, ძვირადღირებული მანქანებით რომ დადიხართ, ამიტომ ძალიან მარტივია არჩევანი ამ ორს შორის. ჩვენ როცა ეს გამოვაცხადეთ, ისინი უეცრად აღშფოთდნენ, ლანძღვა გინებაზე გადმოვიდნენ, რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფრი არ აქვთ.

მე ვეკითხები “ქართული ოცნების” ლიდერებს რა გააკეთეთ 12 წლის მანძილზე ქვეყანაში. მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან? წავიდა, შობადობა 20 ათასით შემცირდა? შემცირდა სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში მასიურად არის ყველგან? – არის, პენსიონერს წამალსა და საკვებში შორის არჩევანის გაკეთება უწევს? უწევს.

რეგიონებში ჩადით ნახეთ დაცლილია სახლები, აბა რა გააკეთეთ? მე გეტყვით რა გააკეთეთ, შექმენით კორუმპირებული სისტემა, თქვენ ხართ უკიდურესად მდიდრები, აღარ იცით რაში დახარჯოთ ფული, ფუფუნებაში ცხოვრობთ, ხალხი არის გაჭირვენული. ეს უნდა დასრულდეს და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ მოგვაქვს ამერიკული, ევროპული, ინვესტიციები საწარმოები, დასაქმება, შემოსავლები, კარგი განათლება, კარგი პენსიები პენსიონრებისთვის, წარმატება, აღმშნებლობა, პოზიტივი.

თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას, ერთად დგომასა და წინსვლას აძლევ ხმას. ამიტომ, არჩევანი მარტივია, ოცნება უნდა გავუშვათ მოუსავლეთში, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და წავიდეთ ევროპისკენ. ეს ისარი მიდის ევროკავშირში. ყველას, ჩემო ძვირფასებო, გექნებათ ევროკავშირის პასპორტი, როგორც ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...