spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დუშ-კაბინიდან" ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში შეიცავს...

“დუშ-კაბინიდან” ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართვისას საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაჟღრებული მუქარებთან დაკავშირებით და კონკრენტულ მძიმე შეფასებებს აკეთებს მასთან მიმართებაში:

,,ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება! თქვენ ვერ ატყობთ ხალხო, რომ ავადმყოფებთან გვაქვს საქმე, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გვაქვს საქმე?!

არა მხოლოდ პათოლოგიურ მატყუარებთან, არამედ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან.

,,დუშ-კაბინიდან’’ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში, არც ისე სასაცილოა, იმიტომ, რომ შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს.

თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებებს:

  1. სიტყვის თავისუფლება – რუსული კანონით დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას;
  2. პოლიტიკური თავისუფლება – ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას და ამის შესახებ ღიად აცხადებს და გეგმავს პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას;
  3. პირადი თავისუფლება – ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას და ამას არც მალავს, პირდაპირ გეუბნებათ. და უამრავი ადამიანი დღეს იმყოფება ციხეში, ჩემი ჩათვლით. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აქტივიზმისთვის თავისი აზრის გამოხატვისთვის. განსხვავებულად ფიქრისთვის, ის აპირებს ყველას ციხეში ჩაყრას.

მან წარმოადგინა თავისი პირდაპირ ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების და კიდევ კარგი არ გამოუვიდა, რაც სურს ივანიშვილს თუ გაუვიდა, მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება და ივანიშვილი ემუქრება ჩვენი გადაადგილების თავისუფლებას. იმიტომ, რომ საკმარისია ის იყოს ხელისუფლებაში, ევროკავშირი ავტომატურად გაგვიუქმებს უვიზო მიმოსვლას და ჩვენ ვეღარსად ვეღარ გადავაადგილდებით.

და ბოლოს: ის ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობასა. ანუ თუ ეს ყველაფერი გამოუვიდა ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ქართველების უსამშობლოდ დატოვებას’’, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...