spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ...

“ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან” – გიორგი ვაშაძე

ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოცნებას სიღარიბე მოაქვს, რის გამოც ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ დატოვა:

„ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ საქართველოში ყველა კარგად ცხოვრობს და სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩვენ ვამბობთ, რომ 1500 ლარის ქვემოთ როცა არის ხელფასი, ის სამუშაო ადგილად არ ითვლება.

“ქართულ ოცნებას” არაფრად აღელვებს, რომ მილიონი ადამიანი წავიდა უცხოეთში და ამაზე კითხვის დასმისას უზრდელობაზე გადადიან, მდინარაძეს და მის თანაგუნდელებს მივმართავ უზრდელობაში ჩვენ არ აგყვებით.

“ქართულ ოცნებას” მოაქვს სიღარიბე, მხოლოდ თვითონ არიან მდიდრები, ხალხი უკიდურესად ღარიბია, სწორედ ამიტომ მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ კეთილდღეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ 14 მლრდ ევროს დაფინანსება, ევროპული ფონდები, რომელიც სოფელს, ქალაქს, ყველაფერს დაეხმარება“, – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...