პარტიის ,,ჩვენ” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით:
,,რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ პრესინგი გრძელდება.
რუსეთი უწყვეტს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას და ავალდებულებს რუსეთისთვის საჭირო კანონის მიღებას.
ეს არის ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ მორიგი გადადგმული ნაბიჯია”, – წერს დავით ქაცარავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე