კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის...

“ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს” – ანა წითლიძე

ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, კოალიცია “ერთიანობის” ახალგახსნილ შტაბზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.

ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტია ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემებს აგვარებდეს, თავს ესხმიან ოპოზიციას:

დარჩელი და მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეს დგას უმწვავესი პრობლემის წინაშე: გლეხი, რომელიც მთელი წელი მუშაობდა იმისთვის, რომ თხილის მოსავალი აეღო, ვერ ახერხებს თხილის ჩაბარებას ვერცერთ პუნქტში, რადგან რეგიონში ფუნქციონირებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული მაფია, რომელიც აკონტროლებს, მათ შორის, თხილის ფასსაც და ახლა აიძულებენ გლეხს, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ჩააბარონ თხილი, რადგან იციან, რომ მოახლოებულია ახალი სასწავლო წელი და გლეხები იძულებულნი არიან, შვილებს უყიდონ ფეხსაცმელი, ჩანთა, ტანსაცმელი და გაუშვან სკოლაში.

მთელი დარჩელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რომ შვილები უზრუნველყონ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით. დარჩელში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი ემიგრაციაშია წასული, 21-ე საუკუნეში სოფელში არ არის კანალიზაცია და ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს. ამ ფონზე “ქართული ოცნება”, მისი მმართველობის 12 წლის თავზე, იმის ნაცვლად, დარჩელელებს ეუბნებოდნენ, რატომ არის თხილის ფასი ასეთი დაბალი, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში, რატომ არის ასეთი მძიმე სოციალური პირობები, რატომ ვერ ახერხებენ ადგილობრივები, სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ შვილები, აი, ამის ნაცვლად, “ქართული ოცნების” დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ “ერთიანობის” ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის.

მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...