პარტია ,,გირჩის” ლიდერი, დეპუტატი, იაგო ხვიჩია კომენტარს აკეთებს ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტთან დაკავშირებით:
,,ამ კანონის მიღებას ნებისმიერ დროს დადებითად ვაფასებ, მიუხედავად იმისა წინა საარჩევნო გარემოება გვაქვს თუ არა ქვეყანაში. მე მგონი, ეს არ უნდა უშლიდეს ხელს იმ ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებას, რომლებიც ამას დიდი ხანი ელოდებიან.
ჩვენ გვაქვს ,,ქართული ოცნების” კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადება. დღეს წარვადგინეთ იურიდიულ კომიტეტზე, სადაც მათი ყველა მუხლის ყველა პუნქტზე გვაქვს ჩვენი ალტერნატიული შეთავაზება. ჩვენი შეთავაზება იგივე პრინციპების დაცვით შევქმენით, რითაც ,,ქართულმა ოცნებამ” თავისი კანონპროექტი. ამიტომ მე მგონი, შეიძლება ამ ჩვენი შეთავაზების და ,,ქართული ოცნების” კანონპროექტის ერთმანეთთან ჰარმონიულად განხილვა.
მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ წინადადებას სრულად მიიღებენ, მაგრამ მინდა ვიქონიო იმედი, რომ ,,ქართული ოცნება”, მათ შორის, ბევრ ბუნდოვან ნაწილს, რომელიც მათ კანონპროექტში იყო, სხვანაირი თვალით შეხედავს და გაითვალისწინებს მასზე შენიშვნებს.
შენიშვნები არის გაფართოებისკენ მიდრეკილი ან შესაწყალებელ პირთა წრე ფართოვდება, ან მუხლების ჩამონათვალი, რომელიც იყო, ან პატიმრობის ვადების ჩამონათვალის გაფართოება ხდება, რაც ,,ქართული ოცნების” კანონპროექტში იყო შეთავაზებული”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა