spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის უბრალოდ გაერთიანება ალქაჯების, რომლებიც მორალს გვიკითხავენ,...

“ეს არის უბრალოდ გაერთიანება ალქაჯების, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ…” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა კომენტარს აკეთებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების საქართველოში ვიზიტსა და ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

,,ყოველწლიურად იკრიბებიან ჩვენი ადგილობრივი უსამშობლოები – აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი, მაგალითად, ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია და ახლა ბევრი დრო აქვს… ამიტომ მოგზაურობს, რატომაც არა?! ულამაზესი ქვეყანა გვაქვს – ხან აქ შემოირბენს, ხან იქ შემოივლის, თან უფინანსებენ და ა.შ. ბევრი ,,ფოტიგები” ესწრებიან.

რა არის ეს? ეს არის უბრალოდ გაერთიანება ალქაჯების, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ, დემოკრატიაზე ე.ი. ნოტაციებს გვიკითხავენ და ვინ მერე, ხალხნო?!

მოვისმინე ერთი ამერიკელის პოზიცია, დევიდ კრამერის, ერთ-ერთ უსამშობლო არის კიდევ, მორიგი ,,ნაცების” სატელიტი და ლობისტი, რომელიც მორალს გვიკითხავს…

ბიჭო, შენს ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან, ოპონენტები კიდევ ბრალს გდებენ – რესპუბლიკელები, რომ ბაიდენის მთავრობა იურიდიულ დეპარტამენტს იყენებს პოლიტიკური ნიშნითო ანუ დევნას ახორციელებსო… ასეთი შეხლა-შემოხვლა გაქვთ, ასეთი ფაქტები გაქვთ, მერე რანაირად შემოგიტრიალდება ენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლო დემოკრატიაზე?!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...