spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების...

მიხეილ სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების ავტორი, მის ანტიპოდია ბიძინა ივანიშვილი – ირაკლი ფავლენიშვილი

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წვლილის შესახებ და პარალელს ავლებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:

  • როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით?

– მიხეილ სააკაშვილი არის ევროპეიზაციის და ევროპული ინტეგრაციის დიდი ტალღის დამწყები მთელი კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის, იმიტომ, რომ ევროპაში ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროპის კარზე აკაკუნებენ უკვე კარი იღება, ითვლებოდნენ ნაცრისფერი ზონის ქვეყნებად. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპასაც ჰქონდა საკმაოდ სკეპტიკური პოზიცია მათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა სხვა იდეალისტებთან ერთად მოახერხა და ეს ნაცრისფერი ზონის ქვეყნები აქცია ევროპულ ქვეყნებად.

ამ კორუფციის, რუსული გავლენის, კრიმინალის თარეშის დიდი ზონა, რაც იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები, ვგულისხმობ რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს, ამ ქვეყნებში წარმატების პრეცენდენტი შექმნა ჯერ მშვიდობიანი რევოლუციის სახით, მერე დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის სახით, რეფორმების კუთხის სახით, მათ შორის მშვიდობიანად ძალაუფლების გადაცემის სახით.

ამიტომაც მიხეილ სააკაშვილს ევროპული ინტეგრაციის კუთხით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის აქვს ძალიან დიდი საქმე გაკეთებული და ამიტომაც არის, რომ ყველა დიდი ლიდერი ჩვენ რეგიონში ვინც არის – ლეხ კაჩინსკი იყოს ეს თუ ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ – ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ, მათ შორის, რუსულ იმპერიას და იყვნენ თავიანთი ერების ლიდერები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და მოკავშირეები.

ასე, რომ წვლილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის არის განუზომელი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ამ ისტორიულ-გეოპოლიტიკური პროცესის დაწყებაში და ეს კიდევ უფრო უსამართლოს ხდის მის პატიმრობას, თუმცა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების ავტორი. იმ ცვლილებების, რომელმაც მათ შორის რუსეთის ნგრევა გამოიწვია და გამოიწვია ხალხის თავისუფლება და მათ შორის გაწევრიანება ევროკავშირში, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის დიდი კავშირი.

  • [ჟურნალისტის ჩაკითხვა:] რა პარალელს გაავლებდით ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში?

– ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, გახლავთ სიმბოლო კრიმინალის, კორუფციის, რუსული გავლენის, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულიყო, ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, დემოკრატიულად ძირი გამოუთხარა ქვეყანას და საბოლოო ჯამში მიიღო რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას ახშობს. ამიტომაც თუ ვინმე არის მიხეილ სააკშვილის ანტიპოდი ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...