ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიმართ:
“რაც უფრო მეტად არაქართულად და არატრადიციულად მოიქცევიან ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები, განსაკუთრებით ოჯახებში მივარდნით და მათი წევრების ბულინგით, მით უფრო მეტი ადამიანი, ვისაც შეიძლება ქ/ოცნება არ მოსწონს, ადგება და მას მისცემს ხმას სწორედ ოპოზიციის იმ უმსგავსოებისადმი პროტესტის ნიშნად. ან კი საერთოდ არ წავა არჩევნებზე, რომ მორალურად გადაგვარებული ხალხი ხელისუფლებაში არ მოიყვანოს.
წელს ქვემოთ დარტყმებს და უკადრებელის კადრებას, ქართული საზოგადოება ტრადიციულად არავის პატიობს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.