spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად, “ქართულ ოცნებას” უნდა...

“ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად, “ქართულ ოცნებას” უნდა მოიტანოს სიღატაკე იზოლაციაში” – გიორგი ვაშაძე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს რეგიონალურ ტურნეს დასავლეთ საქართველოში. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად, “ქართულ ოცნებას” უნდა მოიტანოს სიღატაკე იზოლაციაში. ისინი მზად არიან გაყიდონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ.

ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, ისინი ფიქრობენ საკუთარ თავზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ღირსეულად, ბედნიერად ცხოვრობდეს. მათ უნდათ, რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ დასაქმებულები და დანარჩენი ადამიანები სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ყავდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ამ შავი ზღვის აქეთ გადმოვიდეს ევროკავშირი და პირველი სწორედ აჭარა უნდა გახდეს. აქ შემოვა ევროკავშირი, ეს გვინდა ჩვენ.

“ქართულ ოცნებას” უნდა შავ ზღვაზე დიდი კედელი ააგოს და არ შემოუშვას ევროკავშირი, როგორც ჩვენი განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენს და მათ შორის სხვაობა. მეგობრებო, 2012 წელს , როცა ამ ხალხმა მოიგო არჩევნები მე მახსოვს ივანიშვილის განცხადებები ქობულეთში უფასო ფულთან დაკავშირებით, დასაქამებასთან დაკავშირებით. კითხვას ვსამ, ერთი პირობა მაინც შეასრულა ამ კაცმა? ერთი რამე მაინც გააკეთა? ზუსტად ამიტომ არის, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს 26 ოქტომბერს და თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს.

გუშინ ინტერნეტში ამომიგდო და ჩემს ფეისბუქ გვერდზეც დავდე, რას საუბრობდა ის ადამიანი მიშას რეფორმებზე, არაფერი არ გაკეთებულაო, იუსტიციის სახლზე ისაუბრა, არც ინფრასტრუქტურა გაკეთებულა და არც სხვა დანარჩენიო. ამ ადამიანს, რომელიც მიშაზე ამ ყველაფერს საუბრობდა, აქვს ამის უფლება? თვითონ რა გააკეთა, მხოლოდ 9 წელზე, რომ ლაპარაკობს, 12 წელია ხელისუფლებაშია.

გარდა იმისა, რომ მილიონი ქართველი გაასახლა ქვეყნიდან, სხვა რა გააკეთა? გაჭირვევაში მყოფი ადამიანები კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო. ფასების მონოპოლია შექმნა და დღითიდღე ძარცვავს საქართველოს. ოჯახები დაყოფილია, ბავშვები ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებიან. დედა ერთ ქვეყანაშია გადახვეწილი, მამა მეორე ქვეყანაშია გადახვეწილი. რომ არა ემიგრაცია შიმშილით ამოგვხდებოდა სული, ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე ცხოვრობს ქართველი მოსახლეობა.

რამდენი ოჯახია საიდანაც ერთი წევრი მაინც არის ემიგრაციაში. რატომ? როცა ასეთი ქვეყანა გავქვს, დავდივართ, ყველგან სადაც არ უნდა ჩახვიდე უზარმაზარი შესაძლებლობაა, კარგი მიწა გვაქვს, წიაღისეული, კარგი გამრჯე ხალხი გვყვას, ინტელექტუალური პოტენციალი გვყავს, არაჩვეულებრივი პოტენციალი. კითხვას ვსამ, რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა გაჭირვებული? ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაჭირვებული, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად. ჩვენ ამის პირობას გაძლევთ, რომ საქართველო იქნება ძლიერი და თქვენ ყველანი იქნებით ამაყი.

დაგვიბრუნდებიან ემიგრანტები, ჩამოვლენ ჩვენი თანამემამულეები და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ქვეყანაში. ყველას ვისაც მოუნდება ჩვენი რუსეთისკენ წაყვანა და ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. 26 ოქტომბერი იყოს დღე გამარჯვებისა, წინსვლისა და ევროკავშირში გაერთიანებისა და დღე ოჯახების გაერთიანებისა.

არ გვაქვს ჩვენ არაფერი გასაყოფი. ჩართავ ტელევიზორს და მხოლოდ ბოღმა და ზიზღია, დაჭერაზე საუბარი, ანგარიშსწორებაზე საუბარი. არ დაიღალეთ ხალხო? როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩვენ ახლა დიდი შეთანხმება და შერიგება გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და მყისიერად გამოვუშვებთ მიშას საპატიმრო დაწესებულებიდან და ეროვნულ შეთანხმებას მიშა ჩაუდგება სათავეში.

დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება, რომ წავიდეთ წინ. არაფერი გვაქვს ჩვენ გასაყოფი, გარდა იმისა, ერთი სამშობლო გვაქვს და ეს სამშობლო ფეხზე უნდა დავაყენოთ. წინ გამარჯვევისკენ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

პროკურატურამ ელისოს საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...