spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"12 წელია "ქართული ოცნება" და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს...

“12 წელია “ქართული ოცნება” და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს” – მამუკა ხაზარაძე

მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ინიციატივას, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე, კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:

12 წელია “ქართული ოცნება” და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ დაპირებით მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება და ახლა ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება.

აქვე ვიტყვი, საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს!

დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით – კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითაც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი, კონსტიტუციის შემდეგ.

თუ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.

ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.

P.S არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და “ოცნებაა” რომლის “სუსი” უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის “კრებსებს” ასაჯაროებს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამუკა ხაზარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...