,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით:
,,ისა და… რადგან ყველა გმირი უნდა დავაფასოთ, პრემიერის მამას, ბატონ გია კობახიძესაც რომ დავუდგათ ძეგლი? კანონიერი ხელისუფლების დამხობაში შეტანილი წვლილისთვის.
ჰა? აბა, დაფიქრდით! განა არ უნდა ვიცნობდეთ გმირებს, ვინც 90-იანი წლები გვაჩუქა?” – წერს ზაზა ბიბილაშვილი
ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ,,კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს”.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე