შაბათი, ივნისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ამ...

გიორგი ვაშაძე: “ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ”

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბათუმში გამართულ ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას ქვეყანა იზოლაციისა და სიღატაკისკენ მიჰყავს, რასაც საზოგადოებამ ოქტომბერში სათანადო პასუხი უნდა გასცეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი დაიწყოს:

კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, “ქართულ ოცნებას” მოაქვს სიღატაკე იზოლაციაში. იმ მძიმე იზოლაციაში, რომელიც ძალიან მძიმედ შეიძლება ჩვენს ერს დაუჯდეს.

ჩვენ ვართ ისტორიული გადაწყვეტილების ისტორიულ გზაგასაყარზე.

ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ბათუმიდან გერთვებით, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი და ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა შემოვაბიჯო პირველად შავი ზღვის აქეთ, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კარიბჭე.

დაე აჭარა იყოს პირველი გასაღები ევროკავშირის სიაში გაწევრიანებისთვის. დიახ ის აჭარა, რომელიც სიმბოლო იყო აღმშენებლობის. ის ბათუმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდელებთან ერთად ლევან ვაშალომიძესთან, ყველასთან ერთად, ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებდით.

როგორ გვიხაროდა, როგორ სწრაფად მივდიოდით წინ. დღეს ისეთივე განვითარებული, როგორიც არის ბათუმი უნდა იყოს ანაკლია-ლაზიკა, რომელიც გააჩერეს. გააჩერეს იმიტომ, რომ პერსონალური მტრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილის.

ნებისმიერი პროექტი, რაც მან დაიწყო გააჩერეს. აი აქ ახლა, ჩვენგან არც ისე შორს იყო ჭაჭის კოშკი გაკეთებული და მიადგნენ და ანგრევდნენ ხალხო. დანგრევის დროა? ახლა არის აღმშენებლობის დრო. ახლა განვითარების, წინსვლის დროა. ამიტომ ვართ ჩვენ აქ და ამიტომ ვამბობთ, წინ ევროკავშირისკენ, ამიტომ გვინდა კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად.

დღეს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს იმ სამარცხვინო კანონს, რომელმაც შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. რუსულ კანონს, რომელსაც მთელი საქართველო აპროტესტებს, როგორი ღირსეული იყო ბათუმი, ბათუმის ქუჩები სავსე ბათუმელი ახალგაზრდებით და როგორ იცავდნენ საქართველოს ევროპულ ინტერესებს.

გთხოვთ დავაკვირდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას იზამს, ჩვენ მათგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს.

გვჭირდება დიდი ერთიანობა, უპრეცედენტო ერთიანობა იმისათვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.

ევროკოავშირი კეთილდღეობა თუ სიღატაკე და იზოლაცია, თავისუფლება თუ მონობა? აი ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ბათუმი კი აუცილებლად იქნება იმ დიდი აღმშენებლობის ფუნდამენტი, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრიდან დავიწყებთ უკვე გაფართოებული გუნდით.

დიდი ეროვნული თანხმობის დროა, მიშა განთავისუფლდება და ყველა ერთად დიდ ეროვნულ თანხმობას ვთავაზობთ საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...