spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიწინასაარჩევნოდ რელიგიას და პატრიარქს ჩამოკიდებული "ქართული ოცნება" -...

წინასაარჩევნოდ რელიგიას და პატრიარქს ჩამოკიდებული “ქართული ოცნება” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ინიციატივას ეხმაურება:

27 აგვისტოს მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა, რაც ცალსახად მეტყველებს მათ წინასაარჩევნო აგონიაზე, რომლებიც, როგორც წყალწაღებულნი ისე ეკიდებიან მართლმადიდებლობისა და პატრიარქის რეიტინგს.

,,ქართული ოცნება“ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც სიტყვის და რელიგიის თავისუფლებასთან ასოცირდება და ნუ დაგვავიწყდება ის ისტორიული ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი, რომლის სწორხაზოვან პირმშოს დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს, მართლმადიდებლობას ,,სექტას“ უწოდებდა და მის შესასწავლად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა ათეისტური კაბინეტი.

რელიგიისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება ძირს უთხრის თავად რელიგიას, რადგან ის ხდება არა ხალხის, არამედ სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და მით უმეტეს საქართველოში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან 128 მილიონი დაფინანსება მიიღო.
მრავალფეროვან, ეთნიკურ-რელიგიურ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გამოიწვევს რელიგიური ინსტიტუტების პოლიტიზაციას და მათი გავლენის ზრდა პოლიტიკურ პროცესებზე, დაემუქრება ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვას, შელახავს სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების უფლებებს, მოახდენს საზოგადოების პოლარიზაციის, შეუთანხმებლობაში მოვა საერთაშორისო სექულარიზმთან, ადამიანის უფლებების პრინციპებთან, ხელს შეუწყობს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, სისტემატიურად იქნება განხეთქილებების კატალიზატორი და მოახდენს მართლმადიდებლობის, როგორც რელიგიის დისკრედიტაციას.

,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ცალსახად მეტყველებს მათ აგონიაზე, არჩევნების წაგების დიდ შიშზე და საქართველოს საპატრიარქოსა და უწმიდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის თითქმის 90%-იანი რეიტინგის თავის სასარგებლოდ გამოყენებაზე“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...