შაბათი, ივლისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერავინ...

“საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა – ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი” – კახა კალაძე

არ ვიცი, რატომ ეყრდნობით რუსეთის დაზვერვის განცხადებას,” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.

რატომ ხართ ასე ძალიან მიჯაჭვული რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებებზე? ესეც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს თქვენთან და ზოგადად, ოპოზიციასთან მიმართებაში. ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება?! აგერ ოპოზიციონერები გამოდიოდნენ, პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა ვინმე სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! – პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის ვარაუდს, რომლის მიხედვით, ბოლო დროს, რუსეთი ხშირად ერევა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო გარემოში, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო გარემოში ჩარევის უფლებას არავის მისცემს.

ამის უფლება არავის აქვს და ვერავინ ჩაერევა. ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერც დასავლეთი. რა თქმა უნდა, მცდელობა არის, რასაც მოწმობს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დანიის მთავრობა, რომელიც აფინანსებს ოპოზიციური სპექტრის გასვლებს რეგიონებში და პირდაპირ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ეს ნორმალურია?! ნორმალურია, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის, საპროტესტო აქციაზე გამოსულ ადამიანებს ხვდება და რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს ნორმალური პროცესია?! ამიტომ ვამბობ, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში.

„გამჭვირვალობის კანონი“ სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ ვინ გეგმავს რევოლუციას საქართველოში, ვინ ებრძვის ეკლესიას, ვინ აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...