პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პოლიტიკოსების მხრიდან პარტიათა ცვლილების საკითხთან დაკავშირებით:
,,წავიკითხე თეონა აქუბარდია გადასულა გახარიასთან… მგონია, უნდა დამკვიდრდდეს ტერმინი გადამრბენი პოლიტიკოსები…
ამ არჩევნების წინ დიადი რბოლები დაწყებულია…
ისტორიას დარჩება რესპები გადარბენები… მოკავშირის სრბოლა…
საინტერესოა ვინ არის ამ საკითხში ჩემპიონი.
მე ვიცი ასეთებიც: კომუნისტური კეთილდღეობის ოჯახიდან ზვიადთან, მრგვალი მაგიდის სიით პარლამენტში, აქედან ედუარდის პარლამენტში, შემდეგ მიშასთან, იქიდან ბიძინას კოალიციური ალიანსში, რადიკალი ანტიმიშისტი, ახლა ისევ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაში, რადიკალი ანტიქოცი…
მაყურებელი ერი ბედნიერი და გაქეციანებულ გულს იქავებს…
იარონ: მეზვრიშვილებმა, იარონ ახვლედიანებმა, იარონ აქუბარდიებმა, იარონ სრულიად რესპებმა…”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე