ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიWizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე...

WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა

აჭარის სარეკლამო სტატიებს ავიაკომპანიების WizzAir -სა და Air Baltic-ის მილიონობით მგზავრი ეცნობა. „ბათუმი – ევროპის ყველა ტურისტული სეზონის მიმართულება“ ამ სათაურით სტატია საბორტო ჟურნალების ზაფხულის გამოცემებში დაიბეჭდა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, არქიტექტურა და კულტურა. „ბათუმი ნამდვილი ბუნებრივი საოცრებაა, სადაც შავი ზღვის სუბტროპიკული კლიმატი მაღალი მთების დიდებულ სილამაზეს ხვდება. ზღვისპირა კურორტებისა და მთიანი გარემოს კომბინაცია ბათუმს საინტერესო ადგილად აქცევს ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის,“ წერია სტატიაში.

კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში  ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. რაც შეეხება Air Baltic-ს, ავიაკომპანია 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. „ქვეყნის უნიკალური ანბანი, კულტურა, ტრადიციები, ქართული ცეკვები და მრავალხმიანი სიმღერა მოგზაურებს სთავაზობს იმოგზაურონ ისტორიასა და ტრადიციებში, რომელიც 2000 წელზე მეტს მოიცავს. მიუხედავად იმისა, გაინტერესებთ ისტორია, არქიტექტურა, ბუნება, თუ უბრალოდ დასვენება სანაპიროზე, ბათუმს აქვს რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს ყველა ტიპის მოგზაურს. მისი დინამიური ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის გამო, ბათუმი ასევე გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების მიმართულება,“ – წერია სტატიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საბორტო ჟურნალებში ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...