spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კახი კალაძე მისი მმართველობის პერიოდში გამდიდრდა და ის...

“კახი კალაძე მისი მმართველობის პერიოდში გამდიდრდა და ის ილუზია, რომ თითქოს და მდიდარი მოვიდა ამიტომაც აქვს ის ფუფუნება, რომ შეიძინოს ძვირადღირებული ავტომობილები, არის ტყუილი” – ვასო ურუშაძე

კალაძე, ღარიბი მოსახლეობის მდიდარი მერი, რომელმაც ძვირადღირებული ავტომობილები თბილისელების ხარჯზე შეიძინა და თუ აქვს გამბედაობა, წარუდგინოს თბილისელებს ის ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც ჰყავს საზღვარგარეთ და არ აქვს შეტანილი დეკლარაციაში, მაგრამ ამას დეკლარირება კი არა, არამედ გამოძიება ჭირდება“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ და კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს კახა კალაძეს:

კახი კალაძე მისი მმართველობის პერიოდში გამდიდრდა და ის ილუზია, რომ თითქოს და მდიდარი მოვიდა თბილისის მერის და ენერგეტიკის მინისტრის სავარძელში და ამიტომაც აქვს ის ფუფუნება, რომ შეიძინოს ძვირადღირებული ავტომობილები, არის ტყუილი. მან თბილისელების ხარჯზე და საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მიიღო ის დიდძალი სიმდიდრე, რომლითაც ყიდულობს სხვადასხვა ფუფუნების საგნებს – ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ.

მაშინ, როცა თბილისში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას, ადამიანები მიდიან ემიგრაციაში, რადგან უმუშევრობის დონე არის მაღალი, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს და იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიღონ ღირსეული შემოსავალი მიდიან ემიგრაციაში. ეს არის პრობლემა, რომელიც თბილისში ყოველ მესამე ოჯახს უდგას და გვყავს მერი, რომელიც გამოდის და ძვირადღირებული ავტომობილებით, საათებით თავს იწონებს სოციალურ ქსელებში. ეს არის სწორედ კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი, რაც ხდება დღეს დედაქალაქში, რაც ხდება დღეს თბილისის მერის, კახი კალაძის გარშემო.

მინდა ვკითხო კალაძეს – ის ავტომობილები, რომლებიც ჰყავს საზღვარგარეთ და არ აქვს შეტანილი დეკლარაციაში რა ფულებით შეიძინა და თუ მას ნამდვილად აქვს იმის გამბედაობა და იმის უნარი, რომ თბილისელებს წარუდგინოს თავისი დეკლარაცია, წარუდგინოს ის საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიყვანა და შეძენილია არალეგალური და არაოფიციალური თანხებით. ამას არა დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება, რომელიც მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი სასამართლო, აუცილებლად ეს გამოძიება ჩატარდება და პასუხი გაეცემა თუ საიდან და როგორ ფლობენ საქართველოში თანამდებობის პირები დიდძალ ქონებებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ.“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...