spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი,...

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი

თუ მშვიდობა არ იქნა, ვერც სოციალური დახმარებები და სხვადასხვა სახის პროგრამები იქნება მოსახლეობისთვის, ამიტომ არის პრიორიტეტული მშვიდობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხრიდან სოციალური პრობლემებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დღეს, პირველ რიგში, მშვიდობისა და განვითარების გარემოს უზრუნველყოფაა იმისთვის, რომ არსებული თუ დაგეგმილი პროექტები მშვიდობიან გარემოში განხორციელდეს.

გამოწვევები დღესაც არსებობს სოციალური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი პროექტი, რომელიც ხორციელდება და მომავალშია დაგეგმილი, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი ქვეყანაში თუ გვინდა მშვიდობა. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ რა გვინდა – მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ იგივე მდგომარეობა გვინდა, რაც უკრაინაშია.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანი არის ომი. დღეს არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, შეცდომა დავუშვათ. მომავალი თაობები არ გვაპატიებს ამ შეცდომის დაშვებას, რომელმაც ქვეყანა შეიძლება ათეულობით წლით უკან დახიოს, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება არის მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარება, მშვიდობა და ევროპული მომავალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...