spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თითქოს პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ...

“თითქოს პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს იმასთან დაკავშირებით, შეიწყალებს თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

,,მიხეილ სააკაშვილის ყველა პროცესი არ არის დასრულებული, რომ სამართლებრივად იყოს უკვე განაჩენი გამოტანილი, რათა შემდგომში იქნას გამოყენებული პრეზიდენტის პრეროგატივა – შეიწყალოს თუ არა კონკრეტული ადამიანი.

მაგალითად, როგორც გვარამიას შემთხვევაში, განაჩენი არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები.

ეს არის რეალობაა, რომ თითქოს პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ ერთ საქმეზე არის განაჩენი გამოტანილი. შეიძლება მოხდეს უკვე შეწყალება და ვთქვათ, სხვა საქმეებზე აღიძრას საქმე.

მეორეს მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ნებაზე. რაც შეეხება პრეზიდენტს – ბოლომდე ეს პოლიტიკური ნება არ გააჩნია. არ არის ბოლომდე სანდო ადამიანი. დღეს თუ ის საუბრობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ესე სჭირდება. მთლად სუფთა ადამიანი რომ არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ძალიან კარგად ვიცით.

ბოლოს და ბოლოს, არ იცოდა ,,ქართული ოცნება” რას წარმოადგენდა?! არადა ,,ქართულმა ოცნებამ” წარადგინა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კარგად აქვს ნათქვამი მარკუს ავრელიუსს, რომ ,,ადამიანი თავისი ბუნებით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...