spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დარგისთვის, რომელიც ქვეყანაში ექსპორტის მართულებით პირველ ადგილზეა, სახელმწიფოს...

“დარგისთვის, რომელიც ქვეყანაში ექსპორტის მართულებით პირველ ადგილზეა, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მართებს” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, ავტოიმპორტის სექტორში შექმნილი მდგომარეობის სესახებ საუბრობს:

როგორც ბოლო პერიოდებში ახასიათებდა ავტობაზრობას, თითქმის იგივენაირად – ძალზე შემცირებულია ქართველი ავტო იმპორტიორების მოგება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების – გაზრდილია, იმ ხალხის, რომელიც შეიძლება იყოს აღქმული ქართველი ავტო იმპორტიორის კონკურენტად.

წლების წინ, როდესაც ქართველი ავტო იმპროტიორები ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, დღეს ეს უცხოელები კონკურენციაში შედიან ქართველ ავტო იმპორტიორებთან. ისინი თვითონ აწესებენ მანქანებზე ფასებს, რაც შემდგომში ერთ-ერთი მიზეზი ხდება იმისა, რომ ქართველი დილერები იძულებულები არიან მანქანა მინიმალური ღირებულებით მიჰყიდონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საბოლოო ჯამში, საქართველოში რჩება მხოლოდ რეექსპორტში გადახდილი მინიმალური თანხა. როდესაც ისინი წლების წინ ჩვენგან ყიდულობდნენ, ავტომობილის მთლიანი ღირებულება და მასში გადახდილი თანხა ჩვენს ქვეყანაში რჩებოდა, ხოლო დღეს, როდესაც ისინი მხოლოდ ჩვენი პორტითა და გზით სარგებლობენ, გადავიქეცით სატრანსფერო ქვეყნიდან სატრანზიტო ქვეყნად.

თითქმის ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა სარგებლობს ჩვენი პორტით, სარგებლობს ჩვენი გზით და იხდის მხოლოდ რეექსპორტის თანხას და არა მთლიანი ავტომობილის ღირებულების თანხას. ამით კოტრდებიან ავტო იმპორტიორები, მათი ოჯახი და ქვეყანა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ავტო იმპორტიორების დიდ ნაწილს ეს თანხები ბანკიდან აქვთ გამოტანილი. დარგისთვის, რომელიც ქვეყანაში ექსპორტის მართულებით პირველ ადგილზეა, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მართებს, რადგან ფაქტია, ჩვენ გვაქვს ავტომობილები, უმეტესი წილი – მეორადი, უკეთესია გვქონდეს ნავთობი, გაზი, მაგრამ მოცემულობა ეს არის, სამწუხაროდ.

შესაბამისად, სახელმწიფომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი, რომ დარგი აღორძინდეს და აყვავდეს. ჩვენი დარგი იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი ქვაკუთხედი ქართული ეკონომიკის აღმავლობისა”, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...