“ივანიშვილმა უარი უთხრა საკრუიზო პორტის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებს, სამაგიეროდ, დათანხმდა დამახინჯებულ კორპუსებს, კორუფციას და ნეპოტიზმს – 26 ოქტომბერს ეს ერთად უნდა დავასრულოთ“, – ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა კომახიძე.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პირადი ბოღმა ახრჩობს, ამიტომ ყველა იმ პროექტსა და იდეას ებრძვის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს უკავშირდება:
“თუ დააკვირდებით, ბიძინა ივანიშვილმა მიზნად დაისახა, ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი გააჩეროს და გაყინოს, რაც მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად დაიწყეს. ივანიშვილს ახრჩობს პირადი ბოღმა, რადგან საქართველოს აღმშენებლობა დაიწყო, შედგა და ბიძინა ივანიშვილი ისტორიას ვერ გადაწერს. სწორედ იმიტომ, რომ ამ აღმშენებლობის საპირწონედ ვერაფერი შესთავაზა ქართველ ხალხს, გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდეს და ანგრიოს ყველაფერი, რისი შენებაც მან დაიწყო.
ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც უნდა აშენებულიყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო პორტი, რომელიც წლიდან წლამდე შემოიტანდა მილიონობით დოლარის ინვესტიციას, ამავდროულად, ვერ გამოვტოვებთ იმ პროექტს, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჰქვია, ანუ აჭარაში იქნებოდა თანამედროვე უნივერსიტეტი, სადაც გაიცემოდა ამერიკული უნივერსიტეტების საპირწონე დიპლომი, ანუ, აჭარაში სასწავლებლად შემოვიდოდა სრულიად აღმოსავლეთი და აზია და შეიქმნებოდა უდიდესი ტექნოლოგიური ჰაბი, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა, სამაგიეროდ, დათანხმდა დამახინჯებულ კორპუსებს, გზის უაზრო მშენებლობებს, კორუფციას, ნეპოტიზმს. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ბათუმში, საკრუიზო პორტ “როიალ კარიბიანის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ.
ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებ