ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირატომ გადაწყვიტა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ უნდა მიგვითითოს სად...

რატომ გადაწყვიტა “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები? – ალექსანდრე ელისაშვილი

მაჟორიტარი კანდიდატების თემაზე გავრცელებულ მოსაზრება/ვარაუდებს ეხმიანება და მწვავე პოზიციას აფიქსირებს სოციალურ ქსელში “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი:

ისე იგი ახლახანს წავიკითხე, რომ თურმე ოპოზიცია შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მათ შორის მეც თურმე დასტური მითქვამს.

არ ვიცი ვინ რატომ მისცა თავის თავს უფლება მე და “სამოქალაქო მოძრაობას” პოლიტიკური ბედი გადაგვიწყვიტოს?! რატომ გადაწყვიტა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ უნდა მიგვითითოს სად ვინ დავაყენოთ კანდიდატურები, ან სად ვის კონკრეტულად უნდა დავუჭიროთ მხარი?

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის მიღმა არანაირი სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს.

ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში.

კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის!

რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს, ამას გადავწყვეტ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის”, ან “მეორე ნაციონალური მოძრაობის” კარნახით,” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“ტოტალიტარიზმი მკვიდრდება, ტირანია ჩნდება. დიქტატი უკვე გვაქვს” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს: "ტოტალიტარიზმი...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან...