ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება"...

“მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება” – Forbes ბათუმზე წერს

მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“, – ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes აქვეყნებს:

„შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახანს აღიარებული იქნა, როგორც “ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში” ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო ადგილი ხდება,“ – იწყებს სტატიას Forbes-ის პოლონური გამოცემა.

სტატიაში, გარდა ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისა, საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების მზარდ დინამიკასა და მეგობრულ საინვესტიციო გარემოზე:

ინვესტორების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროპული გეზის მქონე ქვეყანას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. გარდა ამისა, ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაძლებლობას იძლევა, რაც იზიდავს მეწარმეებს სხვადასხვა დარგიდან“, – წერია სტატიაში.

აჭარაში ტურიზმი მხოლოდ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. რეგიონს ბევრად მეტი შეთავაზა შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითია აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით – რომელთაგანაც სამს ახლახანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მანქანით 30 წუთის გზაზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმული და აღმოაჩინოთ 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან კანიონინგი“.

წელს, ბათუმის შესახებ სტატიები ასევე, გამოქვეყნდა იაპონური Forbes, საერთაშორისო კომპანია DEUTSCHE WELLE- ს, WANDERLUST-ის და ცნობილი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations გვერდებზე.

სტატია იხილეთ: https://www.forbes.pl/life/travel/batumi-w-gruzji-turystyczne-miasto-staje-sie-biznesowym-centrum-regionu/mq5f472

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...