კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ვიზიტი აშშ-ში მოიტანს...

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ვიზიტი აშშ-ში მოიტანს ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილია, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის” – გიგი წერეთელი

აშშ არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და რასაც ჩვენ ვხედავთ, ამ ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად ეს ურთიერთობა არის ნულამდე დაყვანილი. ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, წლების განმავლობაში აშშ-ის პირდაპირმა ინვესტიციამ შეადგინა 6 მილიარდი აშშ დოლარი, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა იყო 2 მილიონი და ეს ყველაფერი არის დღეს უზარმაზარი საფრთხის ქვეშ.

ის დიდი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა რედისონი, მარიოტი, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებენ, ხელს უწყობენ სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობენ, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ შემოსავალი და ქვეყანა არ დაისაჯოს იმის გამო, რომ იმედი და სამუშაო ადგილები არ არის.

ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგალითად ავიღოთ ის 95 მილიონი, რომელიც ვერ მიიღო საქართველომ აშშ-გან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, დაახლოებით 300.000 ლარი, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ბევრ კარგ საქმეს მოხმარებოდა.

ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს: თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, კიდევ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა, ეკონომიკური ეფექტი იქნება ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებები, რომელიც უნდა მოიტანოს ერთიანობის იდეამ, ამ არჩევნებმა, რომელიც მოიტანს ახალ ტალღას ჩვენს ურთიერთობებში და მე ვფიქრობ, ერთიანობის ლიდერების ყოფნა აშშ-ში და ის კონტაქტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ზოგადად აშშ-თან, მის პოლიტიკურ ლიდერებთან, ეს იქნება კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები, მოიტანს ურთიერთობების ძალიან სწრაფ აღდგენას და ეს არამარტო ეკონომიკური და პოლიტიკური ნაწილია, არამედ ქვეყნის გამთლიანებისთვის, რაც ჩვენ გვაქვს საბოლოო პერსპექტივა, აშშ-თან ურთიერთობა არის გადამწყვეტი პერსპექტივის შენარჩუნებისა და მისი რეალიზებისთვის”, – განაცხადა ‘ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...