ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიზურაბ ხაბეიშვილი - ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების ახალი პრეზიდენტი

ზურაბ ხაბეიშვილი – ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების ახალი პრეზიდენტი

ქუთაისელი ექიმი ზურაბ ხაბეიშვილი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ხაბეიშვილის კანდიდატურას ასოციციის ყველ წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკური სამედიცინო გაერთიანების პრეზიდენტი რეგიონის წარმომადგენელი გახდა.

ორთოპედ ტრავმატოლოგთა საზოგადობა 1991 წელს ჩამოყალიბდა. აღნიშნული ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებასა და უცხოელ კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას.

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ფაქტიურად დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა. ასოციაცია ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს პრეზიდენტს, რომელიც ნომინალური თანამდებობაა და მატერიალურ საფასურს არ უკავშირდება.

პრეზიდენტის ევალება კონფერენციების დაგეგმვა, კავშირების დამყარება ამერიკის, ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან; დარგის წამყვანი სპეციალისტების მოწვევა; ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების გაწევა და მათი საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამებში ჩართვა.

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დარგის კიდევ უფრო განვითარებას და მიხარია, რომ ასოციაციის ეგიდით ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ვიქნები,“ – განაცხადა ზურაბ ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ზურაბ ხაბეიშვილი არის ცნობილი ტრავმატოლოგი, რომელსაც პრაქტიკულ მედიცინაში მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. გაკეთებული აქვს სხვადასხვა სირთულის 10000 მდე ოპერაცია. ამჟამად მუშაობს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, არის ძვალ-სახსართა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა, პრაქტიკულად, უარი თქვა საქართველოს სუვერენიტეტის ფსოუს საბაჟოზე განხორციელებაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ფსოუზე...

“ქართველების უპატივცემულობა არავის შერჩენია და არც შერჩება!” – დიმიტრი სამხარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე მძიმე შეფასებებით...

“ყველა რეგვენი არ არის აუცილებელი იყოს ქოცი, მაგრამ ყველა ქოც ტროლი რეგვენია!” – ლელა...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კონკრეტული მიგნებები და დასკვნა სოციალურ ქსელებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...