spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ,...

“ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა” – კობა ნაყოფია

მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული ქართული ოცნება“, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფია

მე “ნაციონალური მოძრაობა” არ დამიტოვებია და სადაც ვიყავი, იქ ვრჩები, წინადადება შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გარკვეული პოზიცია დამეკავებინა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. ამაზე პარტიაშიც გვქონდა დისკუსია და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას.

გეგმებს რაც შეეხება, მთავარი გეგმა არის დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს. მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი და მყარი ოპოზიციური პარტია და მე ვისურვებდი, რომ უფრო დიდი პოლიტიკური ერთობა გვენახოს და ნაციონალურ მოძრაობას არაერთხელ გამოუთქვამს ამის მზაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, მაგრამ საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ხმები, შესაძლოა, მოიპაროს ქართულმა ოცნებამ და ასევე გვჭირდება ფუნდამენტური თანხმობა იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ზოგადად, ქართველი ხალხის ნება მოიპარონ ზოგადად, ამ არჩევნებზე. ამისთვის აუცილებელია კოორდინაცია, მეტი პოლიტიკური პარტიის ჩართულობა, ერთიანი პოზიციების შემუშავება ერთად სვლა და ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვება.

მე მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც არჩევნებს როგორც აატრებს, კარგად ვიცით. ამიტომ მას ქართველი ხალხის ხმები არ უნდა მოვაპარინოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიურად განწყობილი ამომრჩევლის არცერთი ხმა არ წავიდეს ქართული ოცნების ყულაბაში.

შეიძლება არსებობდეს ადამიანებსა და ჯგუფებს შორის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ნათელია, რომ კოალიციაში შემავალი ყველა ძალა არის პროდასავლური, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, განსხვავებით ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნებისა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა, რა გააკეთა, როცა მიიღო რუსული კანონი, ამიტომ, პროდასავლური ძალების გაერთიანება ყველანაირი ფორმით მისაღებია და მათ უნდას შეძლონ პრორუსული “ქართული ოცნების” დამარცხება“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...