ორშაბათი, მაისი 12, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"გამომყევი აჭარაში" კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

“გამომყევი აჭარაში” კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია. კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. 30-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს. გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების ანალიზი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს” –...

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...