,,ევროპული საქართველოს” დატოვების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პოლოტიკური პარტია ,,ფედერალისტები” დააფუძნეს.
თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს ,,ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,ჩვენი პოლიტიკური გუნდი ახალ, ფედერალისტურ პარტიას აფუძნებს.
ჩვენი მიზანია არსებული მავნე პოლიტიკური პროცესის ამოყირავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალის დაბრუნება.
არსებული ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და ვიდრე ბუნებრივ წყობას არ დავუბრუნდებით, ვერც შინ, ევროპაში – დასავლურ ცივილიზაციაში დავბრუნდებით.
თავისუფალი და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის სისტემური გაძლიერებაა ყველა პრობლემის გასაღები – მხოლოდ ასე ჩადგება სახელმწიფო მოქალაქეების სამსახურში”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე