საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით:
,,კურსკის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცების შეტევასთან დაკავშირებით, ისევ დუმს საქართველოში ბაზირებული უცხოელების მფლობელობაში მყოფი რადიკალური აგენტი ოპოზიცია!
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას აზოვის და სხვა უკრაინული ელიტარული დანაყოფების ავტორიტეტი მებრძოლები მოუწოდებენ, ვირთხა ადეიშვილი და ლორთქიფანიძეც ჩართულია საქართველოს ომში ჩათრევის კამპანიაში!
,,ვალს გასტუმრება უნდაო”, მოუწოდებენ აქაურ მონებს და უკრაინელებს ამშვიდებენ, არჩევნების შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე! ვერ მოესწრებით საქართველოს მტრებო! შანსი 0%‼️”, – წერს დიტო სამხარაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე