spot_img
მთავარირეგიონის ამბებიDEUTSCHE WELLE ბათუმზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

DEUTSCHE WELLE ბათუმზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი: ბათუმი,“ წერს DEUTSCHE WELLE. ბათუმზე საუბრისას ხაზგასმულია ის საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც ბათუმი წლის განმავლობაში მასპინძლობს. ასევე, მთიანი აჭარის ეკოტურისტული და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობები. „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა, ხაზს უსვამს ბათუმის პოტენციალს უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს მრავალი დამთვალიერებლისთვის“.

წელს, DEUTSCHE WELLE -ს ეთერში ასევე, მიმდინარეობდა ერთთვიანი სატელევიზიო რეკლამა, რომლის შედეგადაც რეგიონის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 190 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი ეცნობოდა. ტელევიზიის სოციალურ გვერდებზე კი „ალი და ნინოს“ შესახებ დადებულ რილს მილიონობით გამომწერის გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო, პრესტიჟულ ტელეკომპანიებთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს.

სტატია იხილეთ: https://www.dw.com/en/europes-best-kept-secret-for-adventure-batumi/a-69358963

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...