spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ...

“ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს და მოქალაქეებს აგრძნობინებს ძალაუფლების ხელშესახებ გავლენას” – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე საარსებო შემწეობის მიმღებ პირებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს 190 000-ით მეტი საარსებო შემწეობის მიმღებით ხვდება, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და 203 000-ით მეტით, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხვდებოდა.

ჯამში 2024 წლის ივლისის მონაცემებით 677495 პირია პირდაპირ ან ირიბად საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული. აღსანიშნავია რომ მათ შორის არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშიც არიან ჩართულები და ის პირებიც, რომლებიც უშუალოდ არ იღებენ საარსებო შემწეობას, მაგრამ მათ ოჯახში მინიმუმ ერთ 16 წლამდე ასაკის ბავშვს მაინც აქვს დანიშნული საარსებო შემწეობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრადიციულად წინასაარჩევნოდ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. აშკარაა ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს და მოქალაქეებს აგრძნობინებს ძალაუფლების ხელშესახებ გავლენას. სოციალური პროგრამები და სერვისები მნიშვნელოვანი მაცდური შესაძლებლობაა სახელისუფლებო გუნდისთვის ხმების მობილიზების თვალსაზრისით.

ყველა გადამწყვეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინში, საარჩევნო წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა შორის საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა გვაჩვენებს დინამიკაში რამდენად მზარდია იმ პირთა ოდენობა არჩევნების მოახლოების პარალელურად, ვინც სახელმწიფოს სოციალური გასაცემლის მიმღები და პირობითად მასზე დამოკიდებული ხდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ნებისმიერი სოციალური გასაცემელი თუ სერვისი, რასაც ის სახელმწიფოსგან იღებს არის გადასახადის გადამხდელების ბიუჯეტიდან დაფინანსებული და არაა კავშირში იმასთან თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათ არანაირი ვალდებულება არ აქვთ სახელისუფლებო პარტიას დაუჭირონ მხარი, იმის გამო რომ რაიმე ბენეფიტს იღებენ სახელმწიფოსგან. და რადგან არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს თუ ვინ ვის დაუჭირა მხარი, არჩევანი გააკეთონ თავისუფლად, ყოველგვარი შიშებისა და ზეგავლენის გარეშე“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...