spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი...

“მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება” – სოფო ჯაფარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, მუხიანში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს:

ახლა ვიმყოფებით მუხიანში. გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი. მოვიყვანე საქართველოში მართლაც საუკეთესო ექიმები, რომლებიც აქაურ მოსახლეობას გაუწევენ უფასო კონსულტაციას და შესაბამის სამედიცინო დახმარებას.

ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ფიზიკურად სახსრები არ გააჩნიათ მათ, ისინი ვერ ახერხებდნენ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“ბაჩანა ახალიასთვის სასჯელის გამოტანით, სასამართლომ, ჩემი აზრით, დაუშვა ძალიან სერიოზული სამართლებრივი შეცდომა” – გოჩა...

სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...