spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინიმალური ხელფასი ამ ქვეყანაში მინიმუმ, დღეს, უნდა იყოს...

“მინიმალური ხელფასი ამ ქვეყანაში მინიმუმ, დღეს, უნდა იყოს 950 ლარი” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,მინიმალური ხელფასი ამ ქვეყანაში, მინიმუმ, დღეს, უნდა იყოს 950 ლარი. საკმარისია? – არ არის საკმარისი. უფრო მეტია საჭირო. არ შეიძლება, ადამიანს კვირაში 6 დღე რომ ამუშავებ, 400 ლარს უხდიდე. საერთოდ დანაშაულია.

უმუშევრობა დაზღვეული უნდა იყოს. იმიტომ, რომ მე დღეს სამსახური რომ მაქვს, წავედი – იქ რაღაც კრედიტი ავიღე, ბავშვი სკოლაში უნდა გავუშვა, ვიღაცას, ღმერთმა ნუ ქნას და ოპერაცია უნდა გაუკეთო. მერე სამსახური რომ დავკარგე, მონობაში ვარ ბანკთან. ეს ბანკი გადამაგდებს მიკროსაფინანსოში, მიკროსაფინანსო მევახშესთან, დამთავრდა, დავიღუპე. ამიტომ ადამიანი სამსახურს რომ კარგავს, სახელმწიფომ ნება უნდა იბოძოს და 6 თვით უნდა დაუდგეს გვერდში და მინიმალური ხელფასი უნდა მისცეს. 6 თვეში სამსახური უნდა იპოვოს. თუ 6 თვეში სამსახური ვერ იპოვა ე.ი. ის ზარმაცი ყოფილა. ახლა იმას მთელი ცხოვრება ვერ ვარჩენთ.

ეს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ არ გაბანკროტდეს. პენსია უნდა იზრდებოდეს ისე, როგორც შეესაბამება ეკონომიკის ზრდას და არა ისე, ვიღაცები რომ მდიდრდებიან და პენსიაზე პენსიონრებს ეუბნებიან, რომ ,,ხმა მომეცი და მაშინ გაგიზრდი პენსიას”, ეს ყველაფერი სამარცხვინოა! ან სოციალურად დაუცველს რომ ეუბნებიან, რომ ,,ხმა მომეცი და მაშინ არ მოგიხსნი”. მასწავლებელს რომ ეუბნებიან, ,,ხმა მომეცი და არ გაგაგდებ”. ან პოლიციელს რომ ეუბნებიან ,,ახლა მე შენ ხელფასს გაძლევ, ამიტომ ვალდებული ხარ მოხვიდე და ხმა მომცე”, სამარცხვინოა ეს ყველაფერი!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...