ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტიქართველი კალათბურთელების საოცარი გამარჯვება სერბეთში

ქართველი კალათბურთელების საოცარი გამარჯვება სერბეთში

ქართველმა კალათბურთელებმა, გუშინ გამართულ მატჩში, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები – სერბეთი დაამარცხა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა და მასპინძლებს 94:90 სძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ათწუთეულის 10 ქულით წაგების შემდეგ, მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში შემოატრიალა და საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანა.

დღეისათვის, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის “E” ჯგუფში 2-დან 2 მოგებით უკვე ლიდერის პოზიციას იკავებს.

ევრობასკეტ-2021-ის საკვალიფიკაცი ტურნირზე ნოემბრამდე შესვენებაა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 27 ნოემბერს ფინეთის ნაკრებს გასვლით მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ შვეიცარის ნაკრებს, ასევე სტუმრად.

ავტორი
 ანა თათანაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...