spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირამდენადაა მზად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის პრევენციისათვის და...

რამდენადაა მზად ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის პრევენციისათვის და კონტროლისთვის? – სერგო ჩიხლაძის განმარტებები

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებულ რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას და შესაბამის სამსახურებს ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“კორონავირუსის პრევენციისათვის და კონტროლისთვის მოწოდებულია ძალიან მკაფიო რეკომენდაციები როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან. გამოვყოფდი რამდენიმე საკვანძო მიმართულებას რაზედაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა ახდენდეს რეაგირებას და უნდა იყოს მზად. ყურადღება კი მისაქცევია შემდეგზე:

✔ პოტენციურ პაციენტთან პირველი კონტაქტი, მარტივი სკრინინგი და რისკების შეფასება;
✔ პაციენტის ან სავარაუდო პაციენტის ტრანსპორტირების მოთხოვნები;
✔ სამკურნალო დაწესებულების და პერსონალის მზაობა (პერსონალი გადამზადება და ეკიპირება, ბოქსირებული პალატების აღჭურვა და სტანდარტები, აერაციის და სტერილიზაციის რეჟიმები, ნარჩენების მართვა და ა.შ.);
✔სავარაუდო ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ზუსტად გაწერილი ქმედებების ალგორითმი.

ჩვენი სისტემა რამდენადაა მზად და გამართულად მსგავსი სიტუაციების სამართავად, ეს სხვა საკითხია. სამწუხაროდ სეზონური გრიპის მართვაც კი ხარვეზებით მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. მით უმეტეს, საფრთხილოა მსგავსი ახალი და ნაკლებ შესწავლილი ინფექციების მართვა, როგორიცაა 2019-nCoV (კორონავირუსი).

ამავე დროს, დავძენ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია და 2-2.5 % ს არ სცილდება, ასევე ჯერჯერობით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყანას. თუმცა, სანამ პრობლემური გახდება ეპიდსიტუაცია ქვეყნის შიგნით, მანამდე უნდა ჰქონდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მზაობა და გათვლები ყველა სახის სცენარისთვის,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...