spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო მაჩანჩალა არ არის, საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს...

“საქართველო მაჩანჩალა არ არის, საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” საუბრობს აშშ-ის მხრიდან შეწყვეტილ მორიგი დახმარების პაკეტთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში, საქართველოს რომც ჰქონდეს საკმარისი ფული, იგი ზედმეტი არასოდეს არ არის. განსაკუთრებით ფული, რომელსაც შენ უანგაროდ გაწვდიან შენი სტრატეგიული მეგობრები. Covid-ს რომ თავი დავანებოთ, Covid-მდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ დღეს საქართველოში, მთლიანად რეგიონში, შიდსის პრობლემა არის ასეთ დაბალ დონეზე, ეს მისი და ამ დახმარების დამსახურებაა.

ის, რომ C-ჰეპატიტის უნიკალური პროგრამა, ესეც ბატონმა თენგიზმა დაიწყო, მისი უდიდესი ავტორიტეტის და საერთაშორისო კავშირების, სხვათაშორის, წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კოვიდის დროსაც ეს დახმარება.

ყველაზე ცუდი არის უმადური ადამიანი. ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ ,,საქართველო მაჩანჩალა არ არისო”. საქართველო მაჩანჩალა არ არის, საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ არ ართმევს უკვე, ვერსად ვერ მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ და ერთმანეთს ელაპარაკებიან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...