კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ...

“პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია” – თინა ბოკუჩავა

უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობა მისჯილ ადამიანს შეეფარდა დამატებითი წინასწარი პატიმრობა. პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი დაამარცხებს მას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობა მისჯილ ადამიანს შეუფარდა დამატებით წინასწარი პატიმრობა, ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში.

არ არის არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში, რომელსაც მისჯილი აქვს და დამატებით ასევე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია, ივანიშვილს ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, 26 ოქტომბრის მოახლებული არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი ერთის მხრივ დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ აუცილებლად ხმას მისცემს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ოჯახისთვის.

ეს არის ჩვენი გეგმა – ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ, ერთიანობით იმარჯვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...