საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კონკრეტული ფაქტების გახსენებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის თავმჯდომარე”, თაკო ჩარკვიანი:
“მოკლედ: “რუსი” ბურჯანაძით დავიწყე და ამ “პუტინკას” ნამოქმედარის ლუსტრაციას ვეწეოდი და ფაქტებს ვდებდი მხოლოდ, მხოლოდ ფაქტებს!! მას მივაყოლე ბოკერია, ჩერგო, მელია, აქაც მხოლოდ მათი “ნაღვაწის” (მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით) გამომზეურებით, რადგან მიზანმიმართულად ანგრევდნენ პროცესს და დღეს პოლიტსანაგვეზე არიან.
დიახ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს ზუსტად აფასებს. ცოტა გაიწმინდა თითქოს ეს 30 წლიანი მოჯადოებული პოლიტველი ამ ფეიკ-ტიპების თაღლითობისგან და ღალატისგან…
ჰოდა, ახლა გეუბნებით: უფრთხილდით ადამიანებო ახალ ოლიგარქებს – თავისი “შორტებიანი ოქტომბრელის” რეინკარნაციას რომ ჰგავს, ზოგიერთს ვგულისხმობ ცხადია…
ფრთხილად ბატონებო, ფრთხილად, ივანიშვილს არ სძინავს, მას დიდი ქსელი აქვს და ახლა ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, “ისინი” შემთხვევით არ ლანძღავენ ტვ ეთერით (ყოველ დღე) განახლებულ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ნაც.მოძრაობას, ეს შემთხვევითი არ არის!!!
მორატორიუმიო და 24 საათი სააკაშვილის ლანძღვაში და ნაც მოძრაობის ლანძღვაში არიან, “ჩვენზე არაფერი თქვათო” – “ამათ” ასე ესმით მორატორიუმი, ხოლო ჩვენ ტალახის სროლას არ შევწყვეტთო!
ჰოდა ახალ რაღაც “გეგმასთან” ფრთხილად, მითქვამს მე, ბიძინას გეგმა ჰქვია მაგ გეგმას. ისე არ ვიტყვი არასდროს!
ან მართლა მორატორიუმი ერთად ერთიანობით, ან ვინც ურტყამთ ახლა მსხვილ დასავლურ პარტიას ბიძინას თამაშს თამაშობთ და არავინ ტყუვდება!!!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.