შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს დღეს ივანიშვილის სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაზე...

“მიხეილ სააკაშვილს დღეს ივანიშვილის სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაზე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა… სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი” – გიგი უგულავა

,,ერთიანობის” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს:

,,მიხეილ სააკაშვილს დღეს ივანიშვილის სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაზე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. შეგახსენებთ, მას მისჯილი აქვს რეალური სასჯელი. მეტიც, მას შემდეგ რაც მიესაჯა, მაშინ მოქმედი წინასწარი პატიმრობა სასამართლომ გააუქმა, როგორც უადგილო და არასაჭირო. მეტიც, კონსტიტუციის, კანონისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მისჯილ ადამიანს წინასწარ პატიმრობას არ უფარდებენ. კიდევ ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიშველიო, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ აზრი არ აქვს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც მთელი ეს ძალადობრივი ფარსი რაც მიშას მიმართ ხდება.

მაინც რატომ ქნეს ეს? ახსნა ერთად ერთია – შეეშინდათ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ შეეწყალებინა წინასაარჩევნოდ? იმის მიუხედავად, რომ არც აპირებდა, კოვიდმიხრწნილი ივანიშვილი იცლის ამისთვის. შიში ოხერია, კანონი – ფარატინა ქაღალდი.

სწორედ ახლა, როცა ოცნებამ ქნა ის, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი თავს იკავებდა სააკაშვილის განთავისუფლებისგან, რომ “მას მაინც არ გაუშვებენ” და – “წანასაარჩევნოდ სააკაშვილის გამოშვება პოლარიზაციას გაამწვავებსო“, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. მან უნდა მოიხადოს თავის ვალი ქვეყნის და ისტორიის წინაშე და დატოვოს ოცნება თავის უკნონობასა და ბოროტებაში მარტო.

სამართლებრივი სტატუსის ცვლილებით, სააკაშვილის პირობები არ გაუმჯობესდება, მაგრამ კიდევ უფრო ცხადად გამოაშარავდება ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ურწმუნო თომასთვის რომ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაა მისაჩუმათებელი. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის გარეთ.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ოცნება ხელისუფლებაში დარჩა, სააკაშვილის თავს შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს.

ამიტომ უნდა იმოქმედოს სალომე ზურაბიშვილმა ეხლა და დაუყოვნებლივ…

#FreeSaakashvili“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...