spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, პირველად...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, პირველად ისტორიაში, დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. მომავალი წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა.

,,რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირება და პირველად რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ დაახლოებით მომავალი წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ მილიარდიან ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის და რა თქმა უნდა, კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება, არაერთი მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ჩვენ პროპორციულად ვზრდით ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 764 700 200 ლარის მოცულობის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდათ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს – 2 მლნ ლარით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – 10 მლნ ლარით.

გაიზარდა მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი – 23 293 900 ლარით და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტრანსფერის მოცულობა – 11 793 600 ლარით. გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 38 146 500 ლარით გაიზარდა. ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა 40 მლნ ლარით იზრდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების ფაქტობრივმა შესრულებამ 293 093,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 110,3 პროცენტია. საშემოსავლო გადასახადის ფაქტობრივმა შესრულებამ კი 286 777,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 112,5 პროცენტია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...