პარასკევი, ივნისი 27, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ხმების დაცვას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა 26 ოქტომბერს" -...

“ხმების დაცვას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა 26 ოქტომბერს” – იგორ ნარმანია

,,ერთიანობის” წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია სააგენტო ,,პარალელთან” გადაცემაში ,,ახალგაზრდები პარალელზე” საუბრობს საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ:

  • 18 ივლისს იყო ღონისძიება ,,100 დღე ერთიანობის გამარჯვებამდე’’, რომლის ათვლაც დაიწყო – მაინტერესებს 100 დღის განმავლობაში რა ძირითადი აქტივობებია დაგეგმილი გაერთიანების მიერ?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნები ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობდა ქუჩაში 2024 წლის აპრილში-მაისში აუცილებლად უნდა გადაიზარდოს საარჩევნო ხმების მობილიზებაში და დაცვაში.

ამიტომ თითოეული ჩვენგანის ვალია ამ ადამიანებთან ჩავიდეთ, შევხვდეთ და დავარწმუნოთ, რომ მათი ხმა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ამ არჩევნებზე იმიტომ, რომ ვიცით, რომ რუსულმა ოცნებამ წლების განმავლობაში საქართველოში დაამკვიდრა ნიჰილისტური დამოკიდებულება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი თანატოლები განსაკუთრებით ხვდებიან ამ არჩევნების მნიშვნელობას და მათ როლს ამ არჩევნებში.

ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაპირებთ, რომ ჩავიდეთ რეგიონებში ვნახოთ ადამიანები სხვადასხვა ქალაქის, რეგიონის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თუ რა მნიშვნელობა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუნდაც ხმის მიცემას, ხოლო შემდეგში ამ ხმების დაცვას იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ხმების დაცვას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა 26 ოქტომბერს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” –...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...