spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის,...

“თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე” – კახა კალაძე

ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და ქვეყნებზე, რომელიც დაასახელეთ“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებაზე.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც თქვენ ახლა დაასახელეთ.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი მთავრობა, რომელიც არის პატრიოტი ადამიანებით დაკომპლექტებული და იცავს ქვეყნის ინტერესს, არ მოაკლებს არაფერს.

ბევრი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა არსებობს გამოწვევები და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ მომდევნო წლების განმავლობაში. შედარება არის მარტივი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა მდგომარეობა იყო ყველა მიმართულებით და რა ვითარება გვაქვს დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის არგუმენტი და საბაბი არ არსებობს.

არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმემ შეწყვიტოს ფინანსების გაცემა, სესხის გაცემა, იმიტომ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი არის ძალიან მაღალი, ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები და მიღწევები, გვაქვს მიღებული შედეგები.

შესაბამისად, არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ რაიმე ფორმით შეჩერდეს სესხები. თუ ვინმეს დაჩაგვრა და ხელების გადაგრეხვა უნდა ქვეყნისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც – საქართველოს ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყიდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...