spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ნამდვილად გაუსაძლისია ოჯახის მონატრება... ძალიან ძნელია ემიგრაციაში ყოფნა"...

“ნამდვილად გაუსაძლისია ოჯახის მონატრება… ძალიან ძნელია ემიგრაციაში ყოფნა” – ანა ასისტიშვილი

ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე, ანა ასისტიშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს იმ პრობლემებსა და სატკივარზე, რაც სამშობლოსა და ოჯახის დატოვებას ახლავს თან, როდესაც სამშობლოს დატოვე გიწევს:

,,ემიგრაციაში ჩამოვედი პირველად იტალიაში, 6 წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ფინანსური პრობლემები ან ვალები, გადამაწყვეტინა მხოლოდ ჩემმა დამ, რომელიც იტალიაში იყო და ძალიან უჭირდა ფსიქოლოგიურად. რომ ჩამოვედი, მერე გავაცნობიერე. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ჩამოვსულიყავი და მარტო არ ყოფილიყო. ერთად გადაგვეტანა ეს ემიგრანტობა.

რაც შეეხება შეგუებას – ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაც აქ იყო, სამსახურში მაინც ცალ-ცალკე გიწევს ყოფნა. პირველი ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, ეს მონატრება საერთოდ დედის და ძმის. როცა მეგონა რომ შევეგუე, ზუსტად მაშინ მივედი იმ აზრზე, რომ ან უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, ან ჩამოგვეყანა ოჯახი, მე და ჩემმა დამ ასე გადავწყვიტეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქეთ წამოგვეყვანა. ნამდვილად გაუსაძლისია ოჯახის მონატრება. ჩვენ ვერ შევძელით ერთმანეთის გარეშე ყოფნა და ჩამოვიყვანეთ ჩვენი ოჯახის წევრები.

ძალიან ძნელია ემიგრაციაში ყოფნა.

ემიგრანტის პირველი პრობლემა არის სამშობლოს მონატრება. ის ნოსტალგია, უცხო ქვეყანაში რაც არ უნდა შეეჩვიო, მაინც გაქვს უცხო შეგრძნება, რომ ჩამოსული ხარ. 

ყველა ემიგრანტის ოცნებაა სამშობლოში დაბრუნება. არავის უნდა აქ დარჩენა…

საქართველოში ვიყავი ჩამოსული 5 წლის მერე და ვიტყოდი, რომ ახლა არ არის ის პერიოდი, როცა შეგვიძლია დავბრუნდეთ. სულ, ყოველდღე იმედით ვუყურებთ, ველოდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაცა შეიცვლება, რაღაც სტაბილური სიტუაცია იქნება. თუნდაც, სტაბილური სამსახური გვექნება, რომლითაც დავფარავთ ყველა ხარჯს, როგორც არის ევროპაში. როგორც პიროვნება, როგორც ადამიანები აქ უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს, თუნდაც, ფინანსურად. მე პირადად, როგორც ადამიანურად, აქ უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.

არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. ამ საკითხშიც აქტიური ვარ. ყველა მიმდინარე მოვლენას ემიგრატები უფრო გაათმაგებულად განვიცდით, უფრო გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე. გვინდა, რომ არჩევნებშიც მივიღოთ მინაწილეობა.

ერთ რამეს ვიტყოდი, ერთი სურვილი და ოცნება მაქვს, რომ არჩევნების დროს დაელოდნონ ხოლმე ემიგრანტების ხმას, რადგან მანამდე ცხადდება ხოლმე შედეგები, სანამ ჩვენი ხმები ჩამოვა საქართველომდე. მინდა, რომ აზრი ჰქონდეს ჩვენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს ერთი ოცნება მაქვს.

იმედია, ახლა რაღაც სიახლე იქნება.

სხვა ემიგრანტებს ყველას ვურჩევდი, რომ მიხედონ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს. ყველაზე ერთგული და თავდადებული, ვიტყოდი, ქართველი ქალი რომ არის ისეთი არ არსებობს. შეუძლებელს აკეთებენ საკუთარი ოჯახებისთვის. ვისურვებდი, რომ მალე დაბრუნებულიყვნენ. ყველა ემიგრანტის დღე ცრემლიანია. მინდა, რომ მალე დაბრუნდნენ”, – განაცხადა ანა ასისტიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...