,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, სადაც საუბარია ტერაქტის მოწყობის მცდელობაზე პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ:
,,2016 წლის 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე 4 დღით ადრე, საქართველოში მართლა მოხდა ტერაქტი – მანქანის ქვეშ დადებული ბომბით ააფეთქეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. “ოცნების” პრემიერი – ქოცთა შორის ყველაზე კეთილშობილი, გიორგი კვირიკაშვილი – გამოვიდა და ლამის სიტყვა-სიტყვით იგივე თქვა, რასაც დღეს ამბობს ირაკლი კობახიძე.
კერძოდ, კვალს კიევში მივყვავართ, იქაური ქართველები გეგმავენ აქ არეულობასო. ცოტა ხანში ამ საქმესთან დაკავშირებით დაიჭირეს ვიღაც ტიპი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე, ხოლო არჩევნების მერე, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ (რომელიც, ალბათ, არც გადაუხდია), ჩუმად გამოუშვეს ციხიდან.
დასკვნა:
ამ ქვეყანაში ტერაქტებს აწყობენ მხოლოდ რუსები და მათ მიერ მხარდაჭერილი რუსული რეჟიმი.
ამ ქვეყანაში ტერაქტების და სხვა მსგავს თემატიკას საარჩევნოდ იყენებს მხოლოდ რუსეთი, საკუთარი ხალხის ხელისუფლებაში მოსაყვანად/დასატოვებლად.
ხან ჟვანიას გვამს თხრიან საფლავიდან მეასედ, ხან გარეჯს აკარგინებენ საქართველოს (რეალურად აკარგინებენ, პირველად ისტორიაში) და უდანაშაულო ხალხს იჭერენ (ლევან ჩაჩუა, ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა), რომ თავად ხალხის ძარცვა გააგრძელონ, ხან ისევ ამ ყბადაღებული გადატრიალების თემას უბრუნდებიან.
არც ერთი ასეთი მოგონილი “დანაშაული” არ გახსნილა, ყველა მათგანი მხოლოდ მორიგი რუსული სპეცოპერაციაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
და კიდევ ერთი – ჩახედეთ ისტორიის წიგნებს. ზუსტად იგივეს ამბობდნენ და აკეთებდნენ ირაკლი კობახიძის სულიერი წინაპრები, ბოლშევიკები, 1920-იან წლებში, პატრიოტების დევნისას. ზუსტად.
26 ოქტომბერს ეს ქვეყანა ხალხმა უნდა დაიბრუნოს”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე